კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ციფრული სოლიდარობის პლატფორმა prevencia.ge შეიქმნა, სადაც ონლაინ/დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.
ვებ-გვერდზე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში შეიტყოთ, თუ რამდენია საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, რამდენი ადამიანი იმყოფება კარანტინში და სტაციონარში.
ციფრული სოლიდარობის პლატფორმაზე განთავსებულია რეკომენდაციები, სადაც დეტალურად არის მიმოხილული კორონავირუსის სიმპტომები, ვირუსის გადაცემის გზები, იზოლაციასთან დაკავშირებული რჩევები და ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ვირუსის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
პლატფორმაზე შეგიძლიათ იმ „ყალბი ამბების“ ნახვა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელდება.